Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელი მეწარმის, პროფესორ კლაუს ჰიპის გერმანულენოვანი ლექცია თემაზე: „ბიზნესის ეთიკა“

ცნობილი გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის “HIPP”-ის დამფუძნებლის, პროფესორ კლაუს ჰიპის, ლექცია, თემაზე: „ბიზნესის ეთიკა,“ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გერმანულ ენაზე, გაიმართება 19 მაისს, ორშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 410-ე აუდიტორიაში.

პროფესორი კლაუს ჰიპი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე. მრავალი წელია, იგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს გერმანულენოვან ლექციებს, ბიზნესის ეთიკის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო ორ-სამ სტუდენტს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.

ლექცია დასწრება შეუძლია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, ვინც ფლობს გერმანულ ენას და ვისაც აინტერესებს, როგორია „ბიზნესის ეთიკის“ გერმანული გამოცდილება. ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: 19 მაისის 12:00 საათამდე, მოგვწერეთ მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge და მობრძანდით ლექციაზე.